სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის
სახელწოდება: „არტ გალერეა“
2. პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეების მიერ სკოლის ფარგლებში მოეწყობა სამხატვრო
გალერეა, კერძოდ მოსწავლეთა ხელით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია.
მოხდება საგამოფენო სივრცის გაფორმება. შეიქმნება საგამოფენო ბუკლეტები, აფიშა, მოსაწვევი ბარათები.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეარჩევენ თემას, აღმოაჩენენ მათთვის საინტერესო იდეებს,
ქმნიან თემიდან გამომდინარე ნამუშევრებს, ეცნობიან ნამუშევრის შექმნისას მოხმარებულ
მასალებს. მოსწავლეები გეგმავენ და ასრულებენ სხვადასხვა სახის სამუშაოს როგორც ფურცელზე ასევე ისტ-ის გამოყენების საშუალებით.
4.პროექტის
მიზანი: გამოფენის ორგანიზება და მოწყობა. გალერეისა და საგამოფენო საქმიანობის მნიშვნელობის გაცნობიერება.
5. მონაწილეთა
ასაკი: მე-7 კლასი
6. ვადები ხანგრძლივობა:
2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები წარმოაჩენენ საკუთარ ნამუშევარებს, აფორმებენ საგამოფენო სივრცეს, ქმნიან ჩარჩოებს, საგამოფენო ბუკლეტებს, აფიშას, მოსაწვევ ბარათებს. საუბრობენ ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ
პირველ შთაბეჭდილებებზე და განმარტავენ, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ,
ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.); კორექტულია სხვის შეცდომებზე საუბრისას; იზიარებენ განსხვავებულ იდეებს, სტილს, მიდგომებს.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები: დიდი
ზომის სახატავი ფურცლები, აკვარელი, გუაში, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, საშლელი, მაკრატელი, ისტ-ის
საშუალებები.
9.პროექტის
მსვლელობა:
საგამოფენოდ მოსწავლეებმა უნდა შექმნან ნამუშევრები (ეს შეიძლება იყოს თემატური, ჟანრული,
ინდივიდუალური).
გამოფენამდე გეგმავენ ექსკურსიას რომელიმე სამხატვრო გალერეაში, წინასწარ მოიძიებენ ინფორმაციას მასზე. მოიფიქრებენ კითხვებს, რომლებსაც დაუსვამენ გალერეის თანამშრომლებს, გამოფენების ორგანიზატორებს,
აქვე აკეთებენ ჩანიშვნებს.
ამის
შემეგ მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად: ერთი ჯგუფი მუშაობს საგამოფენო სივრცის შექმნაზე,
მეორე ჯგუფი ქმნის საგამოფენო კატალოგს, მესამე ჯგუფი ქმნის აფისას და მოსაწვევ ბარათებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ქართული ენა და
ლიტერატურა.
ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
11. პროექტის
ხელმძღვანელი(მასწავლებელი) მარიამ სანადირაძე
12. ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: sanadiradze19@gmail.com
13. პროექტის
ვებგვერდი/ბლოგი:
მარიამ, თქვენი პროექტი ძალიან მომეწონა, ველოდები გამოფენას! წარმატება!!!
ReplyDeleteმარი, წარმატებები...
ReplyDelete